1749395758
სამართალი
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.