Loading data...
პროკურატურა: ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე ბრალდებულებს 18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 18-18 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში