1763795846
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.