Loading data...
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.