Loading data...
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.