Loading data...
პოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.