Loading data...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

2026 წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 11 828 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოვლენილი დარღვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საკონტროლო-სალაროაპარატის გამოყენების წესების დარღვევის - 4739
  • გადასახადისგადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის - 106
  • საგადასახადოორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის - 3
  • პირისმიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747
  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის - 1233

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეწარმეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და საქმიანობა საგადასახადო წესების სრული დაცვით განახორციელონ. უწყება საგადასახადო მონიტორინგის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.