1769501463
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღუდუშაური ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული ილია ღუდუშაური.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.