იტალიის ვიცე-პრემიერი: ფულის, ძალისხმევისა და დახმარების მიღების შემდეგ ზელენსკის მაინც ჰყოფნის გამბედაობა, დაიჩივლოს, მეგობარო, ომს აგებ, ხელი მოაწერე სამშვიდობო შეთანხმებას, რაც შეიძლება მალე
იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.
მან მოუწოდა ზელენსკის, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.
„მოვუსმინეთ ზელენსკის. ფულის, ძალისხმევისა და დახმარების მიღების შემდეგ მაინც ჰყოფნის გამბედაობა, დაიჩივლოს. ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კაცებს კარგავ, სანდოობასა და ღირსებას კარგავ: ხელი მოაწერე სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე. უნდა აირჩიო დამარცხებასა და სრულ განადგურებას შორის“, - წერს იტალიის ვიცე-პრემიერი.
Abbiamo sentito Zelensky che, dopo tutti i soldi, gli sforzi, gli aiuti che ha avuto, ha pure il coraggio di lamentarsi. Amico mio, stai perdendo la guerra, stai perdendo uomini, credibilità e dignità: firma l'accordo di PACE il prima possibile. Devi scegliere fra una sconfitta e… pic.twitter.com/WfVMti04hl
— Matteo Salvini (@matteosalvinimi) January 25, 2026