Loading data...
მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - „MASPORT (R)“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

„საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.