Loading data...
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

საქართველოში შემოდგომის თბილი დღეები სრულდება. 6 ნოემბრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 3-6 გრადუსით დაიწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთსა და დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებსა და ბაკურიანში ნალექი სველი თოვლის სახით მოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება უმეტესად მოღრუბლული ამინდი, ზოგან კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე დროგამოშვებით ამოვარდება ძლიერი ქარი.