Loading data...
მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისსარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 170 240 ევრო და 200 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 1 076 582 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ჯარიმა, საერთო ჯამში -107 658 ლარი შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.