1779276743
სამართალი
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია. ინფორმაცია newshub.ge-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საპატრიარქოსთან სამართალდამცველები მუშაობენ.