1746801995
სამართალი
მარნეულში, თხრილში 2 ადამიანი ჩავარდა - ერთი დაიღუპა

მარნეულში გზისპირა თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.
არსებული ცნობით, მეორე მუშა დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.