1793603351
სამართალი
მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1 750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.