Loading data...
მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

მარნეულში მუშა მშენებარე კორპუსიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.