1761251336
უცხოეთი
ევროკავშირმა დეკემბრამდე გადადო გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, გამოიყენებს თუ არა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად - Bloomberg
ევროკავშირმა დეკემბრამდე გადადო გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, გამოიყენებს თუ არა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
მანამდე, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების რისკი.
ინფორმირებული წყაროების განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს, მოემზადებინა შესაძლო ვარიანტები განსახილველად, როდესაც ისინი მომდევნო სამიტზე კვლავ შეიკრიბებიან.
მიზანი წლის ბოლომდე, საბოლოო შეთანხმების მიღწევაა.