Loading data...
მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 10 ნოემბერს, გვიან ღამით იპოვეს. უცნობია, როდის მოხდა შემთხვევა.

როგორც შსს-ში Newhub.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.