Loading data...
მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.

კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.