Loading data...
მამა თბილისში თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა - ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Facebook-ის მომხმარებელმა ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

როგორც ის აღნიშნავს, ფოტო მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიაზეა გადაღებული. 

ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.