1757788755
სამართალი
ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი გირაო შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ზოდელავას ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ და მას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ინფორმაციისთვის, ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა.
13 სექტემბერს კი ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, სუსმა ის 11 სექტემბერს დააკავა.