Loading data...
ლანჩხუთში სამ­გზავრო მატარებელი მსუ­ბუქ ავტომანქანას და­ეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.