1793082325
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.