„მე მასთან ამის შესახებ არასდროს მისაუბრია“ - ტრამპი უარყოფს, რომ ნეთანიაჰუს ხელახალი მხარდაჭერა ისრაელის პრემიერის ზეწოლით გამოხატა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მისთვის არ უთხოვია, არჩევნების წინ კიდევ ერთხელ გამოეხატა მხარდაჭერა.
ტრამპმა ნეთანიაჰუს მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება კვირას გამოაქვეყნა. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც საინფორმაციო ვებგვერდმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი თეთრ სახლზე ზეწოლას ახდენდა, რათა ტრამპს მხარდაჭერა ხელახლა დაეფიქსირებინა.
კითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, ტრამპმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არა, მე მასთან ამის შესახებ არასდროს მისაუბრია“.
„ვფიქრობ, მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძალიან კარგი სამუშაო გასწია, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად რთულ პირობებში უწევდა მუშაობა“, - დასძინა ტრამპმა.
Trump on Netanyahu: Netanyahu has done a very good job as prime minister under very trying conditions. https://t.co/gpgdwg7gIM
— Clash Report (@clashreport) October 26, 2026