ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.გ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.