1736422901
სამართალი
ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.