Loading data...
ქობულეთში ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე, ზღვაში კაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.

მაშველებმა იგი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა კაცი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.