1736530245
სამართალი
ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა დაიღუპა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Newshub.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტომობილით ხეს შეეჯახნენ.
შემთხვევა 9 იანვარს სოფელ გუბში მოხდა.