Loading data...
ხობში, მდინარე ცივში კაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ცნობით, მეზობლები და ახლობლები მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.