1753526846
სამართალი
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი ადამიანი

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილის შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს, მომხდარზე გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.