1791191541
სამართალი
„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„კავკასიის უნივერსიტეტის“ Welcome Party-ზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 10-მდე სტუდენტს მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ, მათგან 5 კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.