Loading data...
საფრანგეთი საპროტესტო აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება - ქუჩებში პოლიციის დიდი ძალებია მობილიზებული

„საფრანგეთი საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის მოლოდინშია - ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 70 000-მდე პოლიციელი, ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული“, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ზომები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც გასულ კვირას გამართულ მასშტაბურ აქციებს ძარცვა, ვანდალიზმი და არეულობა მოჰყვა.

უსაფრთხოების მიზნით, პარიზის მთავარი მუზეუმები დაიხურა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მკაცრი ზომები აუცილებელია ქალაქის ცენტრებისა და ბიზნესების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ აქციები დაგეგმილია პარიზსა და მარსელში. ლიონში, ნიცასა და მონპელიეში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დემონსტრაციები აკრძალა, რასაც პროფკავშირების უკმაყოფილება მოჰყვა.