1745221408
სამართალი
გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 31 წლის კაცი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის დროს, მსუბუქად დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდაა კაცი.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია.