Loading data...
გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

გლდანში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითი იმსხვერპლა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.