1778148278
სამართალი
გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბრალი გუშინ წაუყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უძილაური უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად გადასცემდა. ასევე მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც, მედიის წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა.