Loading data...
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში, რომელიც დღეს იხსნება.

დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პირველი კანონმდებელი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

სამიტი მონტენეგროში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.