1757140427
სამართალი
გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან, დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.