1771402322
სამართალი
გეკა გელაძე: საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცველის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით
საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცველის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.