Loading data...
გაბუნია მერცის განცხადებაზე: მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე ამდენი წელი ატარეს - თქვენ მოგატყუეს, მეგობრებო, და გაგაცურეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.

„ჩვენ გვეძახდნენ რუსებს, ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ჩვენ მიერ მიღებულ კანონებს ეძახდნენ რუსულს მაშინ, როდესაც ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები - მოლდოვა და უკრაინა ცხადდებოდა ჩვენზე უფრო წარმატებულ ქვეყნებად და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე, რუსეთი არის ევროპული ქვეყანა მათი განცხადებით და რუსეთთან მოლაპარაკებები არის აუცილებელი. მაშინ, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას: მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვითომ რუსულია, არის თუ არა ევროპული კანონი? სასაცილო მდგომარეობაში არიან.

მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ჩვენ ძვირფას თანამოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე ამდენი წელი ატარეს, აყვირეს და გაუჩინეს განცდა, რომ თითქოს, ევროპულ მომავალს იცავდნენ ქუჩაში - თქვენ მოგატყუეს, მეგობრებო, და გაგაცურეს“, - აღნიშნავს გაბუნია.