Loading data...
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 427 კაფსულა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.