Loading data...
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტია გამოვლენილი ახალქალაქში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 364 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 935 კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 46 ფაქტი.