1776436668
სამართალი
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაჭრის მოტივი.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.