„ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“ - ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“.
„1 პირს ბრალდება 2603-ე მუხლის მეოთხე ნაწილით; 1 პირს 260-ე მუხლის პირველი, მეორე და 2603-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებით; 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილით; 1 პირს 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით; ხოლო 1 პირს 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.