„ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა კაცს და მიიმალა“ - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.