Loading data...
ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

ბოლნისში, სოფელ ყაფანახჩიში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს.

არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 10-მდე ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.