1787904752
სამართალი
ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ბუავას ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.
დაურ ბუავა რამდენიმე წლის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.