1751817846
სამართალი
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

„სილქნეტის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს.
უწყების ცნობით, რამიშვილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის დაკავება დღეს მოხდა.