Loading data...
Politico: საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას სქემაში, რომლის მიხედვითაც, ევროპა უკრაინისთვის იარაღს აშშ-ისგან შეიძენს

საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც, ევროპელები უკრაინისთვის იარაღს ამერიკელებისგან შეიძენენ. ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია ნათქვამი.

ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების გარდა, ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყანა დაასახელა, რომლებიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების გეგმას მხარს უჭერენ.

საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი ხანია, დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროპელებმა საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა ადგილობრივი შესყიდვების გზით განავითარონ, ამ სიაში არ არის. 

საკითხთან დაკავშირებული ორი ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, პარიზი ამერიკული იარაღის შეძენის მცდელობას სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდება.

საფრანგეთის მთავრობა, ასევე, ცდილობს, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ხარჯები, რათა შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები და შეინარჩუნოს მისი დეფიციტი.

თუმცა, შეზღუდული ევროპული წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღის შეძენა უკრაინის საჭირო იარაღით სწრაფად უზრუნველყოფის ერთ-ერთი ერთადერთი გზაა.

ცნობისთვის, 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-სა და ნატოს შორის შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.