ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია.
შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც Info9.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე [განზრახ მკვლელობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება] მუხლებით მიმდინარეობს.
ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.