Loading data...
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. 

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.